Sky News: ირანელი აქტივისტი ერფან სოლტანი დღეს სიკვდილით არ დასჯილა
1768420685
ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენ ბოლომდე დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები და მთავარია, ყველგან გავარკვიოთ, სად არის სიმართლე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკრაინის უსაფრთხოების ძალების მიერ დავით არახამიას ოფისში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონკრეტული ადამიანების უკან იდგა კონკრეტული მანკიერი ინტერესები და ამის გამოხატულებაა ის პროცესები, რომლებიც ახლა წარიმართება უკრაინაში.
„გახსოვთ, რომ კონკრეტული ადამიანები იყვნენ საქართველოში გმირებად გამოცხადებული კონკრეტული ჯგუფების მხრიდან, ესენი არიან რადიკალური ჯგუფები და ახლა ამ ადამიანების დიდი ნაწილი არის ზოგი კორუფციაში მხილებული, ზოგი სხვა გადაცდომაში. ჩვენ ყოველთვის ვეუბნებოდით სიმართლეს ქართულ საზოგადოებას და აქაც ირკვევა ის, რომ რასაც ჩვენ ვამბობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ის ყოფილა თურმე სიმართლე. კონკრეტული ადამიანების უკან იდგა კონკრეტული მანკიერი ინტერესები და ამის გამოხატულებაა ის პროცესები, რომლებიც ახლა წარიმართება უკრაინაში. ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენ ბოლომდე დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები და მთავარია, ყველგან გავარკვიოთ, სად არის სიმართლე, ვინც არ უნდა ამბობდეს სხვა რამეს, მთავარია, სად არის სიმართლე. თავის დროზე განსხვავებული დამოკიდებულება იყო უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებების მიმართ. ნებისმიერი მათი განცხადება კონკრეტული სეგმენტის მხრიდან აღიქმებოდა, როგორც უტყუარი ჭეშმარიტება, თუმცა გაირკვა, რომ ამ ადამიანებს ამოძრავებდათ თურმე ძალიან საინტერესო მანკიერი ზრახვები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.