ტრამპი: შეგვატყობინეს, რომ მკვლელობები ირანში შეწყდა და სიკვდილით დასჯა დაგეგმილი არ არის

ტრამპი

აშშ-ს შეატყობინეს, რომ ირანში მკვლელობები წყდება და სიკვდილით დასჯის გეგმები არ არსებობს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ჩვენ შეგვატყობინეს, თანაც საკმაოდ დაბეჯითებით - თუმცა ვნახავთ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი - მაგრამ გვითხრეს, რომ მკვლელობები ირანში წყდება, უკვე შეწყდა კიდევაც და სიკვდილით დასჯა დაგეგმილი არ არის“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ეს ინფორმაცია მას „ახლახან“ მიუვიდა.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბევრი ამბობდა, რომ დღეს სიკვდილით დასჯის დღე უნდა ყოფილიყო“, - განაცხადა ტრამპმა.