ფულადი კომპენსაცია ოჯახის თითოეულ წევრზე - განაცხადების მიღება 19 ოქტომბრიდან იწყება
1792179581
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ვინმეს სურს მმართველი პარტიის მიერ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის შესახებ რაიმე კომენტარის გაკეთება, ჯერ თავად სარჩელს უნდა გაეცნოს, ხოლო შემდეგ გადაწყვეტილებას.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საკითხი არ უნდა იყოს პოლიტიზებული.
"პირველ რიგში, ეს არის სამართლებრივი საკითხი. შესაბამისად, თუ ვინმეს სურს რაიმე კომენტარის გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით, უნდა გაეცნოს სარჩელს და მოგვიანებით გაეცნოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ეს არის ჩვენი მოწოდება. ამ საკითხის პოლიტიზება არის თავისთავად პრინციპების დარღვევა, მათ შორის ევროპული პრინციპების“, - აღნიშნა კობახიძემ.
მთავრობის თავმჯდომარე აგრეთვე გამოეხმაურა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების განცხადებას, რომლითაც ისინი უცხოელ პარტნიორებს საკითხით დაინტერესებას სთხოვენ.
"როდესაც ეს პარტიები ითხოვენ ამ საკითხის პოლიტიზებას, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ სულისკვეთებაზე. ეს არ არის სწორი. ეს საკითხი არ უნდა იყოს პოლიტიზებული. პირველ რიგში, ყველა უნდა გაეცნოს სამართლებრივ ნიუანსებს, სარჩელის შინაარსს; მოგვიანებით, გადაწყვეტილების შინაარსს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გაკეთდეს, პირველ რიგში, სამართლებრივი შეფასებები და მერე ყველაფერი დანარჩენი“, - დასძინა მან.