ილია თოფურიას დედა, შვილის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება
1765968994
ქალბატონ კალასს კონკრეტული კითხვა დაუსვეს ორმაგ სტანდარტებთან დაკავშირებით, მან ამ კითხვაზე პასუხს გვერდი აუარა იმიტომ, რომ ამ კითხვაზე პასუხი უბრალოდ არ არსებობს - თვალსაჩინოა, რომ ორმაგი სტანდარტებია, რომელსაც იყენებს ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
პრემიერის თქმით, ევროკავშირის მიმართ საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა დაფუძნებულია კონკრეტულ ფაქტებზე, კონკრეტულ გარემოებებზე და ამაზე უნდა დაფიქრდეს ევროკავშირის ბიუროკრატიის ყველა წარმომადგენელი.
„ქალბატონი კალასის პასუხი ძალიან სუსტი იყო. მას კონკრეტული კითხვა დაუსვეს და აქ აშშ-ის გაწევრიანება ევროკავშირში არაფერ შუაშია. კონკრეტული კითხვა იყო დასმული ორმაგ სტანდარტებთან დაკავშირებით. ამ კითხვაზე პასუხს გვერდი აუარა ქალბატონმა კალასმა, იმიტომ, რომ ამ კითხვაზე პასუხი უბრალოდ არ არსებობს. თვალსაჩინოა, რომ ორმაგი სტანდარტებია, რომელსაც იყენებს ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით და კონკრეტულად, აშშ-სტან მიმართებით. რაც შეეხება იმ კრიტიკას, რომელიც ჩვენგან ისმოდა მთელი ამ წლების განმავლობაში და რომელსაც ახლა იმეორებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია, ეს კრიტიკა დაფუძნებულია კონკრეტულ ფაქტებზე, კონკრეტულ გარემოებებზე და ამაზე უნდა დაფიქრდეს ევროკავშირის ბიუროკრატიის ყველა წარმომადგენელი და არ უნდა სცადოს დასმულ კითხვებზე გვერდის ავლა“, - განაცხადა პრემიერმა.