OpenAI-მ სურათების გენერირების ახალი მოდელი გამოუშვა

OpenAI

OpenAI-მ გამოსახულებების ახალი გენერატორი ChatGPT Images წარადგინა. კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოდელი ტექსტური მოთხოვნების საფუძველზე სურათების შექმნისთვის და მათი ზუსტი რედაქტირებისთვის არის განკუთვნილი.

ChatGPT Images ფოკუსირებულია გამოსახულების დეტალების შენარჩუნებაზე. გენერაციის სიჩქარე ოთხჯერ გაიზარდა, ხოლო სურათები უფრო რეალისტური გახდა.

„ჩვენი გამოსახულების გენერაციის ახალი ფლაგმანური მოდელის წყალობით, თქვენ მიიღებთ ზუსტად იმ შედეგს, რომელსაც წარმოიდგენთ - მიუხედავად იმისა, ქმნით რამეს ნულიდან თუ არსებულ ფოტოს ცვლით“, - აღნიშნეს OpenAI-ში.

კომპანიაში ხაზი გაუსვეს, რომ მოდელში მოწინავე ტექნოლოგიებია გამოყენებული. პარალელურად, კომპანიამ გამოსახულებებთან მუშაობისთვის განახლებული ინტერფეისი წარადგინა. ChatGPT Images ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი 16 დეკემბერს გახდა.