Sky News: ირანელი აქტივისტი ერფან სოლტანი დღეს სიკვდილით არ დასჯილა
1768420685
იმ პირობებში, როდესაც ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ გვაქვს რუსეთთან, ეს ადამიანები, ევროპელი ბიუროკრატები ახერხებდნენ ჩვენი მთავრობის რუსულ მთავრობად გამოცხადებას და ეს არის, რა თქმა უნდა, ორმაგი სტანდარტები, ახლა ისინი თავად ხედავენ, რომ სჭირდებათ კომუნიკაციის დამყარება რუსეთის ხელისუფლებასთან, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბიში ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც რუსეთთან მოლაპარაკებისთვის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნაზე ევროკავშირის გეგმასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას შეეხებოდა.
პრემიერის შეფასებით, როდესაც საქმე ეხება ევროპული ბიუროკრატიის მიდგომებს, ყველგან ჩანს ორმაგი სტანდარტები.
„ზოგადად, ჩვენ ყველგან ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს ევროკავშირის პოლიტიკაში, რაც ძალიან სამწუხაროა. თქვენ გახსოვთ რეაქციები საქართველოსთან მიმართებით, იმ პირობებში, როდესაც ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ გვაქვს რუსეთთან, ეს ადამიანები, ევროპელი ბიუროკრატები ახერხებდნენ ჩვენი მთავრობის რუსულ მთავრობად გამოცხადებას და ა.შ. ეს არის, რა თქმა უნდა, ორმაგი სტანდარტები. ახლა ისინი თავად ხედავენ, რომ სჭირდებათ კომუნიკაციის დამყარება რუსეთის ხელისუფლებასთან. რა თქმა უნდა, ამაზე თავისი გავლენა იქონია იმ პროცესებმა, რომელიც წარიმართა აშშ-ში. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ყველგან ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს, როდესაც საქმე ეხება ევროპული ბიუროკრატიის მიდგომებს“, - განაცხადა პრემიერმა.