წყალი 20 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1764098731
ეცოტავებათ ჩვენს ოპონენტებს ის მოგება, რომელსაც იღებს კომპანია Eagle Hills-ი ამ პროექტიდან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას.
პრემიერის თქმით, მათ უკვირთ, როგორ შეიძლება კომპანიამ ჩადოს 6.6 მლრდ დოლარი ინვესტიცია და ამოიღოს მხოლოდ 2.2 მლრდ დოლარი, საიდანაც მისი არის 1.5 მლრდ დოლარი.
„რაც შეეხება მიწის ღირებულებას და ზოგადად, რატომ 33% და ა.შ. დეტალებში რომ არ შევიდეთ, ისედაც ეცოტავებათ ჩვენს ოპონენტებს ის მოგება, რომელსაც იღებს კომპანია Eagle Hills-ი ამ პროექტიდან. მათ უკვირთ, როგორ შეიძლება კომპანიამ ჩადოს 6.6 მლრდ დოლარი ინვესტიცია და ამოიღოს მხოლოდ 2.2 მლრდ დოლარი, საიდანაც მისი არის 1.5 მლრდ დოლარი. უკვირთ, რომ 6.6 მლრდ დოლარი ჩადო და 1.5 მლრდ დოლარი ამოიღო. სინამდვილეში, ე.წ. „აირარი“, ანუ ამონაგები ინვესტიციიდან, არის 23%. ოპტიმალური ზღვარი არის 25% და ზუსტად დაახლოებულია ამ 23%-თან.
როდესაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებდით, პირველ რიგში, სწორედ ამას - რა არის კომპანიის ოპტიმალური ამონაგები ინვესტიციიდან, იმისათვის, რომ ის დაინტერესდეს რეალურად ინვესტიციის ჩადებით.
გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ ამ 1/3 და 2/3-ის განაწილების პირობებში კომპანია Eagle Hills-ის ამონაგები ხდებოდა რაციონალური და ამ შემთხვევაში მას უღირდა ინვესტიციის ჩადება, სწორედ ამის გათვალისწინებით, შევჯერდით საბოლოო ჯამში ამ პირობაზე, რომ 33.3% მოდის ქართულ მხარეს და 66.7% რჩება კომპანია Eagle Hills-ს. ამ შემთხვევაში გადიოდა კომპანია 23%-იან „აირარზე“, რაც არის ოპტიმალური მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ ფინანსისტს, ეკონომისტს შეგიძლიათ აჩვენოთ ეს ხელშეკრულება, შეაფასებინოთ, რა არის კომპანიის „აირარი“ და დაგიდასტურებთ, რომ აბსოლუტურად რაციონალურად გადანაწილდა დივიდენდი 2 მხარეს შორის. მთავარი შეფასების კრიტერიუმი სწორედ ეს იყო, როდესაც, მათ შორის, ვსაუბრობდით ჩვენი შენატანის, მიწის სანაცვლოდ მისაღებ დივიდენდზე. გამომდინარე იქიდან, რომ 23%-ზე გადიოდა „აირარის“ ნაწილში კომპანია, ჩვენ დავთანხმდით ამ პირობას. 1-2-ზე პროპორციით დივიდენდით გადანაწილებას. რეალურად, რომ ავიღოთ ცალკე აღებული მიწის ღირებულება და დივიდენდის მოცულობა, შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ ჩვენ გავედით ოპტიმალურ შედეგზე, იმის მაქსიმუმზე, რაც შეიძლებოდა მიგვეღო.
მინდა, მადლობა გადავუხადო ეკონომიკის მინისტრს, რომელიც დანიშვნის დღიდან აქტიურად ჩაერთო ამ მოლაპარაკებებში, მინისტრის მოადგილეს, ბატონ ირაკლი ნადარეიშვილს, რომელიც უშალოდ იყო ჩართული მოლაპარაკებების პროცესში. სწორედ მათი ძალისხმევის შედეგია ის, რომ ჩვენ გავედით ოპტიმალურ შედეგზე, მათ შორის, დივიდენდის ნაწილში. შემიძლია ყველას გითხრათ, არ ვიცი ჰიპოთეტურია თუ არ არის ჰიპოთეტური, შეგიძლიათ სცადოთ, აიღოთ ნებისმიერი ასეთი ტიპის აქტივი, ასეთი აქტივები აქვს ჩვენს ქვეყანას, ნეტავ კიდევ ერთი კომპანია არსებობდეს, რომელიც ასეთ აქტივს წაიღებს და 33%-ს დაუტოვებს სახელმწიფოს და თქვენ თუ ამაზე მეტს წამოიღებთ, შეგვიძლია დაგაჯილდოოთ რაიმე ორდენით.
რეალურად, ეს იყო ოპტიმალური მაჩვენებელი. ეს 23% ამ პროექტის ოპონენტებს ეცოტავებათ და უწუნებენ მოჰამედ ალაბარს და კომპანია Eagle Hills-ს მოგების გაანგარიშებას. ისინი აცხადებენ, რომ მეტი მოგება უნდა წამოიღონ. რეალურად, 23% არის ოპტიმალური მაჩვენებელი ამ ოპტიმალურ მაჩვენებელში ერთ-ერთი, რასაც შეაქვს წვლილი, არის ის, რომ სწორედ 33-66-ზე გადანაწილდა პროპორციები ქართულ მხარესა და Eagle Hills-ს შორის“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.