1782482969
პრემიერი: დიასპორაზე ზრუნვა იყო ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში და შეუფერხებლად გრძელდებოდა ყველა შესაბამისი პროგრამის განხორციელება
დიასპორაზე ზრუნვა იყო ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში და შეუფერხებლად გრძელდებოდა ყველა შესაბამისი პროგრამის განხორციელება, რაც არის გამიზნული უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ჩვენს ქვეყანასთან, სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა სამშვიდობო ინიციატივებზე. „ხორციელდებოდა მნიშვნელოვანი სამშვიდობო ინიციატივები საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. 25 ახალი ჰუმანიტარული ნდობის აღდგენის პროექტი იქნა ინიცირებული, ჯამში 70-ზე მეტი პროექტი არის განხორციელების პროცესში. 18 ქართულ-აფხაზური ერთობლივი ბიზნეს ინიციატივა დაფინანსდა. 1000-მდე პაციენტი ეწვია ჩვენს ჯანდაცვის დაწესებულებებს ოკუპირებული რეგიონებიდან იმ პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ჩვენი ხელისუფლების მიერ“, - განაცხადა პრემიერმა.











