„ვემშვიდობებით ჩვენს ძვირფას თანამშრომელს, კოლეგასა და გუნდის გამორჩეულ წევრს...“ - „პანცილიონი“
1789416663
როდესაც ჩატარდა პარტიული ყრილობა და ცნობილი განცხადება გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, მას შემდეგ დავიკავე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ამის შემდეგ წელიწადი და ხუთი თვე დამჭირდა იმისთვის, რომ ყველა პრინციპული პრობლემა დაგვეძლია კორუფციასთან დაკავშირებით, იმდენად რთული იყო კორუფციასთან გამკლავება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.
მთავრობის მეთაურის თქმით, პრემიერ-მინისტრის პოზიციიდანაც კი რთულია დეტალებში ჩახედვა, როდესაც სუს-ის უფროსი შეიძლება თვითონ იყოს ჩართული კორუფციულ ქმედებებში.
„როდესაც ჩატარდა პარტიული ყრილობა და ცნობილი განცხადება გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, მას შემდეგ მე დავიკავე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ამის შემდეგ წელიწადი და ხუთი თვე დამჭირდა იმისთვის, რომ ყველა პრინციპული პრობლემა დაგვეძლია კორუფციასთან დაკავშირებით, იმდენად რთული იყო კორუფციასთან გამკლავება. პრემიერ-მინისტრის პოზიციიდანაც კი რაღაცებში ჩახედვა არის რთული, როდესაც სუს-ის უფროსი შეიძლება თვითონ იყოს ჩართული კორუფციულ ქმედებებში. დღეს თუ ვინმე მაჩვენებს ერთ კორუფციულ ფაქტს ერთ რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით, მყისიერი იქნება რეაგირება, ამას პირადად გპირდებით“, - განაცხადა პრემიერმა.