1749027323
პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ მოხსენებას პარლამენტი 27 ივნისს მოისმენს

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო ორგანოში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებით 27 ივნისს წარდგება.
146-გვერდიან მოხსენებაში საუბარია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება, სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება, საგარეო პოლიტიკა და თავდაცვა.
ბიურომ დღევანდელ სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივებისთვის წამყვანი და სავალდებულო კომიტეტებიც განსაზღვრა.