ფრიდრიხ მერცი პირველი საერთაშორისო ვიზიტის ფარგლებში ვაშინგტონში ჩავა, სადაც დონალდ ტრამპს შეხვდება

ფრიდრიხ მერცი

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი პირველი საერთაშორისო ვიზიტის ფარგლებში ვაშინგტონში ჩავა. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ფრიდრიხ მერცი 5 ივნისს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება.

მედიის ცნობით, გერმანიისა და აშშ-ის ლიდერები სხვადასხვა საკითხებთან ერთად, უკრაინაში ომის დასრულებასა და ტარიფებზე იმსჯელებენ.