შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1761662711
ფრაქცია "ქართული ოცნების" პოლიტიკური ჯგუფების - "ხალხის ძალისა" და "ევროპელი სოციალისტების" ერთობლივ კონსტიტუციურ სარჩელზე არსებული ხელმოწერების ნამდვილობა, დღეს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უნდა დაადგინოს. აღნიშნული სავალდებულო პროცედურის შემდეგ, დოკუმენტი სასამართლოში შესატანად უკვე მზად იქნება.
სარჩელის დეტალები 28 ოქტომბრის ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გაასაჯაროვა. მასში მოთხოვნილია სამი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. საუბარია "ნაციონალურ მოძრაობაზე", "ახალსა" და "ლელოზე".
"პოლიტიკურ მანტიაში გახვეული კრიმინალები, წლების განმავლობაში, საკუთარი ქვეყნისა და დემოკრატიის წინააღმდეგ მოქმედებდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყანა დაეზიანებინათ, დემოკრატია დაენგრიათ და ანტიკონსტიტუციურად ემოქმედათ. სწორედ ამ თვალსაზრისით იქნა შედგენილი სარჩელი - ორი ძირითადი კრიტერიუმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ანტიკონსტიტუციური იყო კონკრეტული პარტიის ქმედება და, თავისი რესურსიდან გამომდინარე, რამდენად შეეძლო ამა თუ იმ პარტიას დაეზიანებინა ეს ქვეყანა. მოგეხსენებათ, სამ პარტიაზე იქნა არჩევანი შეჩერებული," - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.