შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1761662711
8 ნოემბრამდე, ილიას დაბადების დღემდე, აქციას არ ვგეგმავთ ფედერალისტები და ჩვენი დემოკრატიული პარტნიორები. მოვუწოდებ „ნაცებს“ და ყველას, ვისაც ჩვენი გაკეთებული არ მოსწონს, გააკეთოს თავისი მომავალი ათი დღის განმავლობაში, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ჩერგოლეიშვილი წერს, „პროტესტი ფართოა, ყველასია და სჭირდება ბევრი აქცია“.
„მოვუწოდებ „ნაცმოძრაობას“, მიშას გრძელტარიანი დროშა მისცენ ხელში სარიშვილს, გვერდში დაუდგნენ ვინმე ნანულა, ია ფარულავა და მარიზი, გაიყოლონ კვესიტაძე, მამუკილაშვილი და დააგუგუნონ მათი მოსაწონი აქცია“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.