დილით თუ შენიშნავთ, რომ ბალიში ნერწყვით არის სველი... - ექიმის გაფრთხილება
1773496865
ჩვენ ქართველი ხალხის მხარეს ვართ. მოუთმენლად ველით კვირის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობას ბუდაპეშტში, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ.
მისი თქმით, საქართველოს შეუძლია უნგრეთის იმედი ჰქონდეს.
ჩვენ ვგმობთ და უარვყოფთ ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას. სიგიჟეა, რომ თუ ქვეყანაში პატრიოტული პარტია იმარჯვებს არჩევნებში, მაშინ ევროკავშირი თვლის, რომ დემოკრატია საფრთხეშია. ასე რომ, სულელები ნუ გეგონებით, ყველაფერს მარტივად ვხედავთ; როცა პატრიოტები იმარჯვებენ, ევროკავშირი ამბობს, რომ დემოკრატია მოკვდა, თუ ლიბერალები იმარჯვებენ - მაშინ ეს მაღალი ფორმის დემოკრატიაა. ჩვენ ქართველი ხალხის მხარეს ვართ. მოუთმენლად ველით კვირის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობას ბუდაპეშტში. საქართველოს შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს ყველაფერში. ჩვენ ვაფასებთ თქვენს პატრიოტულ პოლიტიკას. შემიძლია გითხრათ, რომ ზოგადად ევროკავშირის სანქციების პოლიტიკა დიდ კრახს განიცდის და დროა დავივიწყოთ. საქართველოში უკვე ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები და ქართველმა ხალხმა აირჩია თუ რა მიმართულება სურთ ქვეყნისთვის. რაც შეეხება აქციებს, ეს დემოკრატიის ნაწილია. ვიდრე აქციების გამართვა შესაძლებელია, ეს ნიშნავს რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიაა“, - აცხადებს სიიარტო.
ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.