ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1761677155
პირველი ინტერპელაცია მე-11 მოწვევის პარლამენტში. საკანონმდებლო ორგანოში დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრს ელოდებიან. რევაზ სოხაძე პლენარულ სხდომაზე ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" მიიწვია. სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან დაკავშირებით მინისტრს 70-მდე შეკითხვა წინასწარ გადაეგზავნა - მათზე პასუხის გაცემის შემდეგ, რეგლამენტი დებატებს და სიტყვით გამოსვლებს ითვალისწინებს.
ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაბარებულია ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც. ირაკლი კობახიძეს საკანონმდებლო ორგანოში ნოემბრის ბოლოს ელოდებიან.
"გამოწვევები გვაქვს, სკოლებთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც ერთ-ერთი უმწვავესი არის. იცით, რომ იგეგემება 100-ზე მეტი სკოლის მშენებლობის დაწყება მომავალი წლიდან ან სრული რეაბილიტაცია, ეს ის არის, რაც ყველაზე აქტუალური შეიძლება იყოს მოქალაქეებისთვის, თუმცა აქტუალურია მრავალი სხვა საკითხიც, როგორც მაგალითად არის დასრულება საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე მაგისტრალების მშენებლობისა, ასევე წყალმომარაგების და სხვა ის უმარავი საკითხი და პროექტი, რასაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს", - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.