პარლამენტში ეკონომიკური ფორუმის მორიგი დისკუსია გაიმართა - დისკუსიათა სერია პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გახსნა

შალვა პაპუაშვილი

 პარლამენტში ეკონომიკური ფორუმის მორიგი დისკუსია გაიმართა. ფორუმის 2026 წლის დისკუსიათა სერია ტრადიციულად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გახსნა.

ფორუმის მთავარი თემა იყო "გლობალური პოლიტიკური ცვლილებები, ახალი საერთაშორისო ეკონომიკური დღის წესრიგი - გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოსათვის".

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე და პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, შოთა ბერეკაშვილი. ღონისძიებას მოდერაციას "ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს" და საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, გიორგი აბაშიშვილი უწევდა.

"ეროვნული ინტერესების მსახურება ბიზნესის გადმოსახედიდან, ვფიქრობ, რომ არის სოციალური პასუხისმგებლობა. ხელისუფლება და ბიზნესი უნდა იყვნენ მოკავშირეები ამ ეროვნული ინტერესების გატარებაში, რომელიც ბიზნესის ნაწილში გამოიხატება სოციალურ პასუხისმგებლობაში," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე,შალვა პაპუაშვილი.