პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას ითვალისწინებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით წარადგინა.
მომხსენებლის განმარტებით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მსგავსი საკოორდინაციო მექანიზმის შემოღება სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.
კანონპროექტის თანახმად, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია განახორციელებს.
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
Wizz Air სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1777579051