პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომლითაც კონსტიტუციის დამრღვევ პარტიასთან კავშირში მყოფი ადამიანები ვეღარ იყრიან კენჭს არჩევნებში, ვერ მიიღებენ პოლიტიკურ თანამდებობასა და აეკრძალებათ პოლიტიკური პარტიის შექმნა

პარლამენტი მიკროფონი

პარლამენტმა 81 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები.

ცვლილებების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პარტიასთან კავშირში მყოფი ადამიანები ვეღარ იყრიან კენჭს საპარლამენტო, თუ ადგილობრივ არჩევნებში, ვერ მიიღებენ პოლიტიკურ თანამდებობასა და აეკრძალებათ პოლიტიკური პარტიის შექმნა.

მმართველი გუნდის შეფასებით, ცვლილებები გააჯანსაღებს ქართულ პოლიტიკურ გარემოს და აღკვეთს პოლიტიკაში რადიკალურად განწყობილი ექსტრემისტული ჯგუფების არსებობას, რომლებიც გამუდმებით უქმნიან საფრთხეს სახელმწიფოებრიობას.