„თურმე, ჩემი ფეხით მივედი მორგში...“ - ავარიისას დაღუპული გოგოს და საბედისწერო დღეს იხსენებს
1750794867
პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 84 ხმით, ერთხმად მხარი დაუჭირა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა წარადგინა.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, წარმოდგენილი ცვლილებების შედეგად, საპენსიო სააგენტოს უფლებამოსილებები იზრდება.
კანონპროექტით წესრიგდება დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელითა და სასარგებლოდ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში საურავის და ჯარიმის დაკისრების საკითხი. საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის ფაქტის იდენტიფიცირების შემთხვევაში, საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, დამსაქმებელს დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული ჯარიმა. დამსაქმებლისათვის საურავის ან/და ჯარიმის დაკისრება არ ათავისუფლებს მას საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებისაგან.
საკანონმდებლო პაკეტით, ზუსტდება, დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს საპენსიო ფონდის უფლებამოსილების და ჯარიმის ფარგლები.