პარლამენტმა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

 პარლამენტი

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 90 ხმით მხარი დაუჭირა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებას.

კანონპროექტით გათვალისწინებული ძირითადი ცვლილებები სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ირინე წაქაძემ წარადგინა.

მისი განცხადებით, კანონპროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს ეხება და ერთ-ერთი მათგანი სისხლის დაწესებულებების ინსტიტუციური მოწყობის თვისობრივად ახალ მოდელზე გადასვლაა, რომლის ფარგლებშიც ფუნქციონირებას განაგრძობს შარშან, შემოდგომაზე დაფუძნებული ცენტრალური სისხლის დაწესებულება.

„ცენტრალური სისხლის დაწესებულების ძირითადი ფუნქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით სისხლისა და მისი კომპონენტების შეუფერხებელი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და რაც მთავარია, სისხლის მარაგების მართვაა. ამ დაწესებულებასთან ერთად ფუნქციონირების გაგრძელების შესაძლებლობა ექნებათ იმ სისხლის დაწესებულებებს, რომლებიც დღეს ფუნქციონირებენ და აქვთ საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია, თუმცა მათ მიერ ახალი სალიცენზიო პირობების უპირობოდ დაკმაყოფილების შემთხვევაში“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ირინე წაქაძის თქმით, ასევე მნიშვნელოვანი საკითხია სისხლის უანგარო დონაციის პრინციპზე გადასვლა.

„ეს პრინციპი 1 აპრილიდან უნდა ამოქმედებულიყო. ამ პრინციპის ამოქმედებას საფრთხე არ ემუქრება. პირიქით, ის უნდა შენარჩუნდეს, ვინაიდან მსოფლიოში აღიარებულია ამ სფეროში მოქმედ ძირითად ოქროს სტანდარტად. თუმცა, იმისთვის, რომ საფრთხე არ შეექმნას სტაციონარულ სექტორში ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლო სერვისების მიწოდებას, აუცილებელია, ამ პრინციპის ამოქმედება მოხდეს ეტაპობრივად - 2030 წლის გაზაფხულამდე. ამ დროის განმავლობაში დაწესებულებები ვალდებული იქნებიან, სალიცენზიო პირობების მიხედვით დააკმაყოფილონ მოთხოვნები და დაიცვან ის პროცენტული თანაფარდობა, რაც სალიცენზიო პირობებით იქნება დადგენილი“, - აღნიშნა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე