პალესტინის სახელმწიფო მალტამ, ბელგიამ და ლუქსემბურგმაც აღიარეს

პალე

პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად მალტამ, ბელგიამ და ლუქსემბურგმაც აღიარეს. ამის შესახებ აღნიშნული ქვეყნების ლიდერებმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის სამიტზე განაცხადეს.

„ბელგია დღეს მსოფლიოსთვის ძლიერ პოლიტიკურ და დიპლომატიურ სიგნალს გზავნის, როდესაც იმ ქვეყნების ჯგუფს შეუერთდა, რომლებმაც პალესტინის სახელმწიფოს აღიარება გამოაცხადეს“, – განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა.

ამ დროისთვის პალესტინის სახელმწიფოს 145-ზე მეტი ქვეყანა აღიარებს.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად საფრანგეთმა და მონაკომაც აღიარეს.