1773951610
"ოთხივე მუნიციპალიტეტში იქნება ტრანსპორტი მობილიზებული, სადაც ჩვენს მრევლს შესაძლებლობა ექნება, გადაადგილდეს თბილისში" - შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული
პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, რეგიონებიდან თბილისში გამომგზავრების მსურველთათვის უფასო ტრანსპორტი ინიშნება. შესაბამისი გადაწყვეტილება სპეციალურად შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო.
ასევე ცნობილია, რომ ხვალ და ზეგ მგზავრებს უფასოდ მოემსახურება საქართველოს რკინიგზაც. დამატებითი რეისები შესრულდება როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ტრანსპორტით.
"ოთხივე მუნიციპალიტეტში იქნება ტრანსპორტი მობილიზებული, სადაც ჩვენს მრევლს შესაძლებლობა ექნება, გადაადგილდეს თბილისში. ტრანსპორტი მობილიზებული იქნება, როგორც ქალაქის ცენტრში, ასევე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში და ჩვენ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, გამოიყენოს ტრანსპორტი უფასოდ," - აღნიშნა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა.











