რას ნიშნავს გარდაცვლილი ადამიანის სიზმარში ნახვა: ეზოტერიკოსი გვირჩევს, უნდა ვინერვიულოთ თუ არა
1767991226
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბექა დავითულიანმა, საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლების ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა იმდენი რამე თქვეს და იმდენი რამე არ ასრულდა, რომ რეკორდსმენები არიან არასრულებულ საქმეებში. ბექა დავითულიანმა თავის გამოსვლაში რამდენიმე საკითხი გამოყო. მათ შორის მან საქართველოში „Eagle Hills“-ის შემოსვლის შესახებაცისაუბრა.
„ეს არ არის, როგორც თქვენ მოიხსენიებთ, ვითომდა ინვესტიცია. ეს გახლავთ 6-მილიარდიანი ინვესტიცია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისოდ ცნობილ ბრენდს შემოაქვს. როდესაც ქვეყანაში ასეთი ბრენდი შემოდის, მას, როგორც წესი, სხვა ინვესტორებიცმოჰყვებიან“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ოპოზიციის ბრალდებებს იმაზეც უპასუხა, თითქოსდა ახალი წლის ღამეს ქუჩებში მხოლოდ უცხოელი ტურისტები იმყოფებოდნენ. ბექა დავითულიანის თქმით, ტურისტულ ქვეყანაში ჩამოსვლა ნებისმიერ ტურისტს შეუძლია და ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ბექა დავითულიანის აზრით, არც ის არის პრობლემა, რომ უცხოელების 7-8 პროცენტს დროებითი მცხოვრების სტატუსი აქვს.
„7-8 პროცენტისთვის დროებითი მცხოვრებლის სტატუსი ქვეყნისთვის ჯერჯერობით პრობლემა არ არის და ეს კონტროლირებადია. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს ის ისტერია, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ,
რუსებმა წაგვლეკესო. სად არიან ახლა ეს რუსები, წაგვლეკეს?!“ - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
ბექა დავითულიანმა დემოგრაფიული პრობლემის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს პრობლემა ყველა განვითარებული ქვეყნის წინაშე დგას.