ოპოზიციონერებმა ჯერ ქილიკი დაიწყეს პრეზიდენტის ქართულ ენაზე მიმართვის გამო და შემდეგ ჩვენი ენა შეურაცხყვეს, შემდეგ ჩვენი და აშშ-ს პრეზიდენტების ერთობლივი რეალური ფოტო ფოტოშოპად გაასაღეს და იკადრეს ყველაფერი უკადრებელი-  ეს არის სწორედ მათი დეგრადაციის უტყუარი ნიშანი! - ზაალ ანჯაფარიძე

ზაალ ანჯაფარიძე

„რადიკალურმა ოპოზიციამ, რომელიც საქართველოს არჩეული ხელისუფლების საერთაშორისო ლეგიტიმაციაზე აპელირებს, როგორც მის ბოლო მაშველ რგოლზე, მორიგი მწარე იმედგაცრუება განიცადა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გაეროს მაღალი ტრიბუნიდან მსოფლიოს მიმართა. ეს იყო სწორედ ლეგიტიმაციის აღიარება",- ამის შესახევ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ფეისბუქ გვერდზე წერს.

ანალიტიკოსის განცხადებით, პრეზიდენტმა გააჟღერა ის გზავნილები, რაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის ნებას ასახავდა და ასევე ასახავდა თავად გაეროს სულისკვეთებას. "რადიკალურმა ოპოზიციამ, რომელიც საქართველოს არჩეული ხელისუფლების საერთაშორისო ლეგიტიმაციაზე აპელირებს, როგორც მის ბოლო მაშველ რგოლზე, მორიგი მწარე იმედგაცრუება განიცადა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გაეროს მაღალი ტრიბუნიდან მსოფლიოს მიმართა.

ეს იყო სწორედ ლეგიტიმაციის აღიარება მან გააჟღერა ის გზავნილები, რაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის ნებას ასახავდა და ასევე ასახავდა თავად გაეროს სულისკვეთებას - დაამყაროს მშვიდობა, რასაც სამწუხაროდ ვერ ახერხებს, დესტრუქციული ძალების წინააღმდეგობის გამო. ამაზე გამწარებულმა ოპოზიციონერებმა ჯერ ქილიკი დაიწყეს პრეზიდენტის ქართულ ენაზე მიმართვის გამო და შემდეგ ჩვენი ენა შეურაცხყვეს, შემდეგ ჩვენი და აშშ-ს პრეზიდენტების ერთობლივი რეალური ფოტო ფოტოშოპად გაასაღეს და იკადრეს ყველაფერი უკადრებელი. ასეთი ტყუილებით ცდილობენ თავიანთი შეთხელებული მომხრეების გამოკვებას და ეს არის სწორედ მათი დეგრადაციის უტყუარი ნიშანი",- წერს ანჯაფარიძე.