არსებული ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაური დააკავეს
1758103555
"ჰექსოგენის" საქმის ახალი დეტალები, რომელიც "კურიერმა" გაარკვია - ექსკლუზიურად მოპოვებული ჩვენებით, რომელიც ერთ-ერთ დაკავებულს, ტრაილერის მძღოლს ეკუთვნის, დასტურდება, რომ უკრაინიდან საქართველოში განსაკუთრებით საშიში ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა გამოგზავნეს და საბოლოო დანიშნულების ადგილი კი თბილისი უნდა ყოფილიყო. აქვს თუ არა ამ საქმეს კავშირი 4 ოქტომბრის დაგეგმილ აქციასთან - საკითხზე სუს-ი გამოძიებას განაგრძობს.
"ქართულ ოცნებაში" არ უკვირთ, რომ "ჰექსოგენის" საქმის კვალი უკრაინის სპეცსამსახურებამდე მივიდა. განსხვავებულია შეფასებები ოპოზიციაში.
"ომში მყოფი უკრაინის მხარდაჭერით უნდა ვიყოთ დაკავებულები და არა მათი ლანძღვით და რაღაც თეორიების შეთხზვით. ეს არის აბსურდული რაღაც, რომლითაც ცდილობენ, რასაც ცდილობენ ხოლმე, რაღაც საბურავების რევოლუციას, ხან რას არქმევდნენ", - აცხადებს პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბოტკოველი.