ქუჩები თბილისში, სადაც 25 ივნისს შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1750785633
არ მეგულება ადამიანი, ვისაც თავისი სამშობლო უყვარს და მისთვის პრიორიტეტი არ იყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ჩვენი ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია, რაც ქვეყნისთვის უდიდესი გამოწვევაა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პარლამენტში წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშზე საუბრისას განუცხადა.
დედაქალაქის მერის თქმით, საქართველომ პრაგმატული პოლიტიკით ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ტერიტორიები დაიბრუნოს.
„ჩვენ ჩვენი პრაგმატული პოლიტიკით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გონიერებით, პროფესიონალიზმით, ჭკუით, სიძლიერით და ეკონომიკური განვითარებით შევძლოთ ტერიტორიების დაბრუნება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მან ასევე ისაუბრა საქართველოში გარე დაფინანსებით რევოლუციების მცდელობებზე და შესაბამისი სამსახურების გამართულ მუშაობაზე გაამახვილა ყურადღება.
„რაც შეეხება რევოლუციების მოწყობის მცდელობებს, სამწუხაროდ, არაერთი მაგალითი ვიხილეთ ქვეყანაში და უნდა აღინიშნოს, რომ პირდაპირ გარე ჩარევებითა და გარე დაფინანსებით ხდებოდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები ქვეყანაში, რაც შესაბამისმა სამსახურებმა სწორი მუშაობით აარიდეს ქვეყანას“, – განაცხადა კახა კალაძემ.