1757078469
ნუგზარ წიკლაური: გახარია და ლელო, როგორც ოპოზიცია, აღარ არსებობენ და ახლა მათი მხარდაჭერა ისეთივე უღირსობაა, როგორც მტრის მხარეს გადასვლა

გახარიასა და ლელოს მხარდაჭერა ისეთივე უღირსობაა, როგორც მტრის მხარეს გადასვლა, - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნუგზარ წიკლაური სოციალურ ქსელში.
„ახლა ყველა მიხვდა, რა გარიგებაც იყო. ქოცი უნდა გაგეპრავებინა და ხალხისთვის ბრძოლა-გამოგლეჯის ილუზია შეგექმნა. გახარია და ლელო, როგორც ოპოზიცია, აღარ არსებობენ და ახლა მათი მხარდაჭერა ისეთივე უღირსობაა, როგორც მტრის მხარეს გადასვლა“, - წერს წიკლაური.
პრეზიდენტმა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა. ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებენ.