მაგნიტური ქარიშხალი 2025 წლის სექტემბერში: ასტროლოგებმა თვის ყველაზე საყურადღებო თარიღები დაასახელეს
1757016593
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრს ოსმან აშკინ ბაკს შეხვდა.
მხარეებმა შეხვედრის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც სპორტის სფეროს უწყებათა შორის ორმხრივ თანამშრომლობას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას მოიცავს.
სამუშო შეხვედრისას მინისტრებმა ქართველი და თურქი სპორტსმენების გამორჩეული წარმატებების, სპორტული ტურიზმისა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების, აგრეთვე, ორი ქვეყნის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრას სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, თურქეთის პარლამენტის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.