Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა
1769850605
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ე.წ ქარდებს გამოეხმაურა, სადაც აღწერილია, რომ თითქოს მმართველი გუნდის მიერ დაინიციირებული კანონპროექტები „უკრძალავს ემიგრანტს ოჯახის წევრისთვის თანხის გადმორიცხვას, ან სტუდენტს უცხოური სტიპენდიის მიღებას, რომ უკრძალავს მეწარმეს უცხოეთიდან ნებისმიერი შემოსავლის მიღებას, რაც ისჯება 6 წლამდე პატიმრობით“ და სხვა.
ნინო წილოსანი ორგანიზაციას დეზინფორმაციის გავრცელებაში სდებს ბრალს.
„ეს ორგანიზაციად წოდებული “საერთაშორისო გაუმჭვირვალობა” უკვე საერთაშორისო მასშტაბის დეზინფორმაციად გადაიქცა“- წერს წილოსანი.