ნინო წილოსანი: სააკაშვილი და მისი განდგომილი წევრები - ჩერგო-ბოკერია-გვარამიას სახით თავისი დაპირისპირების სხვადასხვა, მაღალ ხარისხს აღწევენ. თუმცა, მათ თავს ყველაზე დიდი უბედურება არის დაპირისპირება საკუთარ ამომრჩეველთან

წილოსანი

 საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი ნინო წილოსანი ოპოზიციურ ალიანსში არსებულ დაპირისპირებას აფასებს.

„მიხეილ სააკაშვილი და მისი განდგომილი წევრები - ჩერგო-ბოკერია-გვარამიას სახით თავისი დაპირისპირების სხვადასხვა, მაღალ ხარისხს აღწევენ. თუმცა, მათ თავს ყველაზე დიდი უბედურება არის დაპირისპირება საკუთარ ამომრჩეველთან. როგორც ვხედავთ, იმ დახურულ შეხვედრებზე, რომლებსაც ღია შეხვედრებს უწოდებენ, არ უშვებენ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებს. მათ საკუთარი ამომრჩევლისთვისაც არ შეუძლიათ პერსპექტივის და მომავლის დანახვება, მათი უცხოელი ბატონ-პატრონებიც აღარ ენდობიან და აღარ უჯერებენ”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

დაპირისპირება ოპოზიციურ ალიანსში გრძელდება. ფეისბუქ სტატუსებით ერთმანეთს კვლავ თამარ ჩერგოლეიშვილი და მიხეილ სააკაშვილი დაუპირისპირდნენ. ოპოზიციურ ალიანსში მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებები არ მოსწონთ და ე.წ. ღია შეხვედრებზე მის ამომრჩევლებსაც არ უშვებენ. „ფედერალისტებისთვის“ სააკაშვილის მოწოდებები უინტერესო და არაფრისმთქმელია. პატიმარი სააკაშვილი კი ოპონენტების საპასუხოდ ამბობს, რომ მათ არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვთ.