ნინო წილოსანი: როდესაც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, რომ საქართველოს ირანთან მინიმალური კომუნიკაციაც კი ყველაზე ანტი დასავლურად წარმოაჩინონ, ეს არის ნამდვილად სავალალო

ნინო წილოსანი

ჩვენს ოპონენტებს ბევრს ვერაფერს დავეკითხებით, ისინი შეეცდებიან, რომ ახლა ყველანაირად მათთვის სახარბიელო ჭრილში წარმოაჩინონ ირან-სომხეთის ურთიერთობა, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ირანის დელეგაციის სომხეთში ვიზიტზე საუბრისას.

მისივე თქმით, სავალალოა, როდესაც ოპოზიცია ცდილობს, რომ საქართველო-ირანის ურთიერთობა ანტი დასავლურად წარმოაჩინოს.

„როდესაც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, რომ საქართველოს ირანთან მინიმალური კომუნიკაციაც კი ყველაზე ანტი დასავლურად წარმოაჩინონ, ეს არის ნამდვილად სავალალო“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.