ნინო წილოსანი ოპოზიციის ბრიფინგზე:"15:00 საათზე წერილი "პრაიმ ტაიმმა" გაავრცელა, როგორც გარედან მოსული დაკვეთა. 15:10 საათზე კი აგენტურად ფორმირებულმა დაჯგუფებამ სიტყვა-სიტყვით წაიკითხა ეს დავალება"

ნინო წილოსანი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, პარლამენტის წინ ოპოზიციის მიერ გამართულ ბრიფინგს ეხმიანება და ამის პარალელურად სოციალურ ქსელში აქვეყნებს "Prime Time"-ის მიერ მოპოვებულ იმ დოკუმენტს, რომელიც ადგილობრივ ოპოზიციას ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გამოუგზავნეს.

როგორც წილოსანი აღნიშნავს, წერილი, რომელიც გავრცელდა, "აგენტურად ფორმირებულმა დაჯგუფებამ, ლევან ჯობავას სახით სიტყვა სიტყვით წაიკითხა"

"15:00 საათზე ეს წერილი პრაიმ ტაიმმა გაავრცელა, როგორც გარედან მოსული დაკვეთა. 15:10 საათზე კი აგენტურად ფორმირებულმა დაჯგუფებამ, ლევან ჯობავას სახით სიტყვა სიტყვით წაიკითხა ეს დავალება", - წერს ნინო წილოსანი.