ცვლილება ძალაში 1-ელი ოქტომბრიდან შევა! - სიახლე მათთვის ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს
1758138613
„ნაციონალური მოძრაობა“ ორ ფლანგად გაიყო. ერთია, ვინც რევოლუციას აანონსებს, მეორე, ვითომ, ვინც ამ რევოლუციას ასირცხვილებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
წილოსანის თქმით, „რეალურად, გახარია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ყოველთვის სინქრონში მუშაობდა იმ საერთო პატრონებთან ერთად, ვინც გარედან აძლევდათ დაკვეთას“.
„გახარია საქართველოდან პატრონების პატრონაჟით არის გაქცეული და კითხვებს ემალება, რატომ მოხდა, რომ დროებით დაკარგული გვაქვს მილიონამდე კვადრატული ქართული მიწა. შორიდან როცა მოძღვრავს საკუთარ მრევლს და მაღალფარდოვან იდეებს ღაღადებს, შეურაცხყოფაა იმ ადამიანების, ვინც მას ოდესმე მხარი დაუჭირა“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „საარჩევნო ბოიკოტის შემდეგ, 4 ოქტომბერს რევოლუციის და მშვიდობიანი დამხობის გამოცხადება იყო ყველაზე დიდი საჩუქარი „ოცნებისთვის“, რომელმაც თავისი შეზღუდული ლეგიტიმაციის გადასაფარად გამოიყენა ეს სიგიჟე, რათა საქართველოს მოქალაქეებისთვის დაენახვებინა, ალტერნატივა რა არის“. ამასთან, გახარიამ აღნიშნა: „მოქალაქეებს ეუბნები, რომ 4 ოქტომბერი უნდა იყოს მშვიდობიანი დამხობის დღე და რევოლუციის რესურსი არ გაქვს, შემდეგ დააბრალებენ ხალხს, არასაკმარისი გამოვიდა, ჩვენ რა ვქნათო“. გიორგი გახარია ამბობს, რომ „4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის, თუ მშვიდობიანი რევოლუციის გაიგივება სახალხო პროტესტთან, ფაქტობრივად, ამ პროტესტის დელეგიტიმაცია და „ოცნების“ ლეგიტიმაცია იყო“.