ნინო წილოსანი "ფედერალისტების" აკრძალვაზე: სამართლიანია, რომ სააკაშვილის და გვარამიას პარტიის გვერდით იყოს ბოკერიას პარტიაც

ნინო წილოსანი

 ახალი კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შეტანილია. მმართველი პარტია, "ევროპელი სოციალისტები" და "ხალხის ძალა"- 3-ის ნაცვლად, უკვე 4 პარტიის აკრძალვას ითხოვს. ესენია - "ნაციონალური მოძრაობა", "ახლები", "ლელო" და ახლა უკვე - "ფედერალისტები".

89 დეპუტატი მიიჩნევს, რომ კონკრეტული ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მიზანი კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ან ძალადობით შეცვლა, არჩევნებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების არაღიარება, დემოკრატიის უგულებელყოფა და ქვეყნის საბოტაჟია.

"2 მარტს გაფორმებული ალიანსით, ფაქტობრივად, თავისი თავი გაიერთიანეს და დააიდენტიფიცირეს, რომ უნდა იყვნენ აუცილებლად საკონსტიტუციო სარჩელის მონაწილეები. 4 მარტის ალიანსში გაწევრიანებული არიან პოლიტიკოსები და პარტიები, რადიკალები, რომლებიც პირდაპირ აცხადებენ, რომ წინააღმდეგნი არიან საკონსტიტუციო წყობილების აღიარების, წინააღმდეგნი არიან არჩევნებისა და დემოკრატიის. შესაბამისად, სამართლიანია, რომ სააკაშვილის და გვარამიას პარტიის გვერდით, იყოს ბოკერიას პარტია "ფედერალისტები", - აცხადებს ნინო წილოსანი.