ბერი ნიკოლოზის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი
1776628283
ადგილობრივი აგენტურა ხელმძღვანელობს გარედან წამოსული მითითებებითა და ინსტრუქციებით, - განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა ნინო წილოსანმა. დეპუტატი გამოეხმაურა „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომ პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის წარმომადგენელმა იგორ ბლაჟევიჩმა ტრენინგები ჩაუტარა მოძრაობა „წერტილის“, მოძრაობა „ფარისა“ და „მომავლის აკადემიის“ წარმომადგენლებს.
წილოსანის თქმით, ეს მათთვის წაგებული ომია, რადგან ქართულმა საზოგადოებამ ამ ყველაფერზე დიდი ხანია უარი თქვა.
„რა თქმა უნდა, ადგილობრივ აგენტურას არანაირი სურვილი არ აქვს, რომ გაამჟღავნონ თავიანთი ტრენერი და იმ ინსტრუქციების მიმცემი, რომლის შესაბამისადაც მოქმედებენ. ეს აკერმანი იქნებოდა თუ ახლა ბლაჟევიჩი, არანაირად არ იცვლება საერთო მოცემულობა; ადგილობრივი აგენტურა ხელმძღვანელობს გარედან წამოსული მითითებებითა და ინსტრუქციებით, თუმცა ვიცით, რომ ეს ინსტრუქციები არის მათთვის წაგებული ომი და ქართველმა ხალხმა ამ ყველაფერზე დიდი ხანია უარი თქვა“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.
საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1776676078