VIDEO: ცნობილია, რომელ გადაცემას წაიყვანს მარიამ შენგელია „რუსთავი 2-ზე“
1756411581
საქართველოში (და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც) არასამთავრობოები არასდროს ყოფილან ანგარიშვალდებულნი ხალხის წინაშე. ნაცვლად შიდა ლეგიტიმაციისა, ისინი ყოველთვის სარგებლობდნენ მხოლოდ გარე ლეგიტიმაციით. მაგრამ, მიუხედავად შიდა ლეგიტიმაციის არქონისა, მათ ყოველთვის ჰქონდათ უზარმაზარი პოლიტიკური ძალაუფლება, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსი, ნინო ხელაია წერს სოციალურ ქსელში.
ნინო ხელაიას განცხადებით, არასამთავრობოების მდგომარეობა საქართველოში პარადოქსული და ანტიდემოკრატიულია, რამდენადაც დემოკრატიის საფუძველი წარმომადგენლობითი პრინციპია და „ პოლიტიკური ძალაუფლება მხოლოდ მაშინ გაქვს, როდესაც ვინმეს წარმოადგენ“.
„საქართველოში (და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც) არასამთავრობოები არასდროს ყოფილან ანგარიშვალდებულნი ხალხის წინაშე. ნაცვლად შიდა ლეგიტიმაციისა, ისინი ყოველთვის სარგებლობდნენ მხოლოდ გარე ლეგიტიმაციით. მაგრამ, მიუხედავად შიდა ლეგიტიმაციის არქონისა, მათ ყოველთვის ჰქონდათ უზარმაზარი პოლიტიკური ძალაუფლება. ეს არა მხოლოდ პარადოქსულია, არამედ ცალსახად ანტიდემოკრატიულია, რადგან პოლიტიკური ძალაუფლების წყარო წარმომადგენლობით პრინციპზე უნდა იყოს დაფუძნებული. პოლიტიკური ძალაუფლება მხოლოდ მაშინ გაქვს, როდესაც ვინმეს წარმოადგენ. იმ წლებში, როდესაც “ქართული ოცნება” არასამთავრობოებთან ერთად მთელ რიგ საკითხებზე მუშაობდა და მათ აზრს ყველაფერში ითვალისწინებდა, მათ პოლიტიკურ ძალაუფლებას ამტკიცებდა, ვინც არავის წარმოადგენდა, და ეგ პროცესიც ანტიდემოკრატიული იყო“,- წერს ნინო ხელაია.