თურქეთში, 23 წლის ბიჭი საკუთარი ქორწილში მოკლეს
1756412736
აშკარაა, რომ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა არ გაიმართება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
„ცხადია, პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინის შეხვედრა არ შედგება, რაც განსხვავდება იმისგან, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გასულ კვირას, ჩვენი ვაშინგტონში ვიზიტის დროს შეთანხმდნენ“, – განაცხადა მერცმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას.
რუსეთმა ღამის განმავლობაში უკრაინაზე მასირებული იერიში 629 რაკეტისა და დრონის გამოყენებით მიიტანა, საიდანაც საჰაერო თავდაცვამ 589 გაანადგურა. უკრაინის დედაქალაქზე რუსეთის მასირებული იერიშის შედეგად დაღუპულია 19, ხოლო დაშავებულია 52 ადამიანი.