ნინო ფოჩხუა ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე: არაფერი ახალი, მორიგი მცდელობა დესტრუქციისა და არეულობის შემოტანის ქვეყანაში, ისევ იმ წრეზე ტრიალი, რაც წინა ანგარიშებსა, თუ რეზოლუციებში იყო

ნინო ფოჩხუა

როგორც მოსალოდნელი იყო, ცნობილი გახდა ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" დოკუმენტი, არაფერი ახალი, მორიგი მცდელობა დესტრუქციისა და არეულობის შემოტანის ქვეყანაში, ისევ იმ წრეზე ტრიალი, რაც წინა ანგარიშებსა თუ რეზოლუციებში,- წერს ექსპერტი, ნინო ფოჩხუა, სოციალურ ქსელში.

ნინო ფოჩხუას განცხადებით, „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში საქართველოში სიტუაციის დაძაბვის მორიგი მცდელობაა, ვერშემდგარი და ჩავარდნილი „რევოლუციების“ ფონზე.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ცნობილი გახდა ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" დოკუმენტი, არაფერი ახალი, მორიგი მცდელობა დესტრუქციისა და არეულობის შემოტანის ქვეყანაში, ისევ იმ წრეზე ტრიალი, რაც წინა ანგარიშებსა თუ რეზოლუციებში. ხომ უნდა იცნობდე საქართველოს და მის მოსახლეობას, რომ არ მოსთხოვო ისეთი რაღაც, როგორიცაა მაგალითად კანონი "ოჯახური ღირებულებების შესახებ," თუმცა არა ექსკლუზიურად, არამედ ერთნაირსქესიანთა ურთიერთობებისა და ტრანსგენდერული იდენტობის გათანაბრებას ინცენატთან და ა.შ.
აქ მარტივად არის საქმე ცდილობენ როგორმე დაძაბონ სიტუაცია ჩავარდნილი "რევოლუციების," კამიტის და ა.შ. დესტრუქციის, იმას კი ვერ ხვდებიან, არა და საკმარისი დროა გასული, რომ მიხვდე ქვეყანას უკვე აღებული აქვს საგარეო კურსი და რაც არ უნდა მოხდეს, მის შეცვლას არ აპირებს“,- წერს ნინო ფოჩხუა.

ცნობისთვის, დღეს ეუთო-მ გამოაქვეყნა მოსკოვის მექანიზმის ანგარიში, რომლის თანახმადაც საქართველოს ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმების რეკომენდაცია მიეცა.