დილით თუ შენიშნავთ, რომ ბალიში ნერწყვით არის სველი... - ექიმის გაფრთხილება
1773496865
„ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელი დირექტორით თემურ ალექსანდრია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე მაღაზიის თაროზე პროდუქტების განთავსების შესახებ საუბრობს.
კომისიის წევრის ეკა სეფაშვილის კითხვაზე, პროდუქტები თაროზე ერთნაირად მომგებიანად არის თუ არა განლაგებული, კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, რომ „რეტრო ბონუსების მოცულობა ძალიან განსხვავებულია პროდუქტის კატეგორიის მიხედვით ამიტომ რომელიმე ერთი პროცენტის თქმა არ მოგვცემს სრულ სურათს“.
მისივე თქმით, თაროზე განთავსების პოლიტიკას თავადვე წყვეტენ.
„მაგალითისთვის ისეთი, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, ხილ-ბოსტნეული არანაირი რეტრო ბონუსი არ არსებობს. არის გარკვეული კატეგორიის ზეთები, რძის პროდუქტები, რომლებზეც საერთოდ არანაირი რეტრო ბონუსი არ არსებობს. ეს უფრო სხვა რგოლის ინსტრუმენტია, რომ ერთმანეთთან კონკურენციაში შევიდნენ. რაც შეეხება თაროზე განთავსებას- თაროზე განთავსების პოლიტიკას ვწყვეტთ ჩვენ იმიტომ, რომ ჩვენი პრინციპების მიხედვით თუ არ მოხდა პროდუქტის პლანოგრამის ფორმირება, მაშინ ბრენდის აღქმა გაიბლარება და კომპრომისზე არანაირი რეტრო ბონუსის ნაცვლად არ წავალთ, გამორიცხული ამბავია, ეს არ არის გადამწყვეტი ფაქტორი ჩვენთვის. თაროზე გადასახადი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ეს ვერ გადაწონის ჩვენს პრინციპებს პლანოგრამის ფორმირებისას. ყველანაირი რეტრო ბონუსი, მათ შორის, თაროს გადასახადიც არის თვითღირებულების შემამცირებელი კომპონენტი, სხვა მეტი არაფერი. ჩვენ რითეილ ასოციაციის ფარგლებში განცხადებაც გავაკეთეთ და ისევ ერთგული ვართ იმ განცხადების, რომ მზად ვართ ნეტ ფასებით ვიმუშაოთ რომ საერთოდ არ იყოს არანაირი რეტრო ბონუსი“, - განაცხადა თემურ ალექსანდრიამ.