ნიკოლოზ სამხარაძე: რუსეთმა გამოიყენა თავისი ენერგეტიკული იარაღი ჩვენ წინააღმდეგ და, ფაქტობრივად, დაბლოკა ენერგიის მიწოდება საქართველოში. თუმცა, საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს შესანიშნავი მეზობელი - აზერბაიჯანი

ნიკოლოზ სამხარაძე

რუსეთმა გამოიყენა თავისი ენერგეტიკული იარაღი ჩვენ წინააღმდეგ და, ფაქტობრივად, დაბლოკა ენერგიის მიწოდება საქართველოში. თუმცა, საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს შესანიშნავი მეზობელი - აზერბაიჯანი, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაზე.

„ჩვენ ვიყავით ენერგორესურსების პოლიტიკურ იარაღად გამოყენების პირველი მსხვერპლნი. ეს ჯერ კიდევ 90-იან წლებში მოხდა, როდესაც რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტი გვქონდა - რუსეთმა გამოიყენა თავისი ენერგეტიკული იარაღი ჩვენ წინააღმდეგ და, ფაქტობრივად, დაბლოკა ენერგიის მიწოდება საქართველოში. თუმცა, საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს შესანიშნავი მეზობელი - აზერბაიჯანი.

90-იან წლებში საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა გადაწყვიტეს ძალების გაერთიანება, რადგან აზერბაიჯანი იყო ქვეყანა, რომელმაც კასპიის ზღვაში ნავთობის მოპოვება დაიწყო და მათ ასევე სჭირდებოდათ ნავთობის ექსპორტი რუსეთის ალტერნატიული გზებით. ჩვენ გავერთიანდით და ბოლო 30 წლის განმავლობაში ვხედავთ სანიმუშო თანამშრომლობას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის.

ჩვენ არ ვიტყოდით, რომ აზერბაიჯანზე ვართ დამოკიდებულნი, რადგან აზერბაიჯანს არასოდეს გამოუყენებია ენერგია იარაღად საქართველოს წინააღმდეგ. პირიქით, ჩვენ შევქმენით ურთიერთსასარგებლო პარტნიორობა“, - აღნიშნა სამხარაძემ.