1753907905
ნიკოლოზ სამხარაძე - დღეს შევხვდებით აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკისა და ევროპის ქვეყნების სპიკერებს, გვინდა, ევროპელმა პარტნიორებმა ზუსტად იცოდნენ, რა ხდება საქართველოში

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს დელეგაცია დღეს შეხვედრებს გამართავს აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკისა და ევროპის ქვეყნების სპიკერებთან.
სამხარაძის განმარტებით, შეხვედრებზე საუბარი იქნება სხვადასხვა თემაზე, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებზე, სპიკერებს მიაწოდებენ ინფორმაციას ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, საუბარი შეეხება ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას.
„რაც შეეხება ევროპულ ქვეყნებს, აქ მსჯელობის მთავარი თემა იქნება შიდა პოლიტიკური ვითარება, თვითმმართველობის არჩევნები და ევროინტეგრაცია. ასევე, ის სიძნელეები, რომლებიც ამ გზაზეა. გვინდა, ევროპელმა პარტნიორებმა პირველ წყაროდან ზუსტად იცოდნენ, რა ხდება საქართველოში და რატომ არის ეს პროცესი შეჩერებული. მათ კანონებთან დაკავშირებითაც მივაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

როგორ დავიძინოთ, თუ ოთახში ძალიან ცხელა
1753709700