აპრილის თვის ამინდის პროგნოზი სრულად
1774800778
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ირაკლი კობახიძისა და მარკო რუბიოს შორის შემდგარი სატელეფონო საუბარი შეაფასა. მისი თქმით, საქართველოს პრემიერსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის შემდგარი კომუნიკაცია თბილისისა და ვაშინგტონის ურთიერთობებში პოზიტიური დინამიკის ნიშანია.
„საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებში უკვე არის პოზიტიური დინამიკა. ეს ნათლად ჩანს როგორც ვიზიტების გაცვლის, ასევე გუშინდელი ზარის შედეგად. ვიმედოვნებთ, რომ ურთიერთობების აღდგენა გადაიზრდება ურთიერთობების უფრო მეტად გაუმჯობესებაში.ეს ყველაფერი სამუშაო პროცესი უნდა იყოს, რომელიც დროს მოითხოვს. ჩვენი ამოცანა და სურვილია, რომ ქვეყნებს შორის მაღალი დონის სტრატეგიული პარტნიორობა იყოს“, - განაცხადა სამხარაძემ.