პროკურატურა თამაზ ელიზბარაშვილის დაკავების საქმეზე ვიდეოჩანაწერს ავრცელებს
1788505719
ისრაელმა განადგურების საფრთხე აიცილა და მტრული რეჟიმი, რომელიც ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობდა, მნიშვნელოვნად დაასუსტა, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. მისივე თქმით, წინ მთავარი ამოცანა, რეჟიმის საბოლოო დამხობაა, რაც სრულიად რეალურია.
„ჩვენ განადგურების საფრთხის წინაშე ვიდექით. ჩვენ ეს საფრთხე ავიცილეთ. რეჟიმი ძალიან დასუსტდა, ის გადარჩენისთვის იბრძვის. დარწმუნებული ვარ, ამ საფრთხეს ერთხელ და სამუდამოდ გავუმკლავდებით, ეს ამ რეჟიმის დამხობას ნიშნავს. ეს არის მთავარი ამოცანა, რომელიც გველოდება და ეს შეუძლებელი არ არის, ეს ჩვენ ხელშია“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.