ლოცვა, რომელიც ბარბარობას უნდა წაიკითხოთ
1765914722
ნებისმიერი ამნისტია ჰუმანური აქტია - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. პრემიერის განმარტებით, 30 000-ზე მეტ ადამიანს აღუდგება მართვის შეჩერებული უფლება.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ მომავალში სახელმწიფო კიდევ უფრო მეტი სიმკაცრით მოეკიდება მსგავს სამართალდარღვევებს.
"ნებისმიერი ამნისტია არის ჰუმანური აქტი და ბუნებრივია, ეს ამნისტიაც იყო ჰუმანური აქტი. მართვის მოწმობის შეჩერება, 30 000-ზე მეტ ადამიანს გაუუქმდება, რაც მნიშვნელოვანი ჰუმანური აქტია.
იმისათვის, რომ სხვა პასუხისმგებლობით მოეკიდონ ადამიანები მომავალში შესაძლო სამართალდარღვევებს, ჩვენ გავამკაცრეთ კანონმდებლობა.
კერძოდ, არსებობდა დისკრეცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა შესაძლებლობა, ვადის ნახევრის ამოწურვის შემთხვევაში გაეუქმებინა შესაბამისი შეზღუდვა და ეს დისკრეცია უქმდება. მომავალში კიდევ უფრო მეტი სიმკაცრით მოვეკიდებით ასეთ სამართალდარღვევებს, თუმცა ამ შემთხვევაში მივიღეთ ეს ჰუმანური გადაწყვეტილება, რითაც ჩვენი 30 ათასზე მეტი თანამოქალაქე ისარგებლებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.