სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებულ შტატებს არ სურს, რომ ევროპა მსოფლიო ეკონომიკის ან ისტორიის პერიფერიაზე აღმოჩნდეს

ჯეიკობ ჰელბერგი

 აშშ-ს არ სურს, რომ ევროპა მსოფლიო ეკონომიკის ან ისტორიის პერიფერიაზე აღმოჩნდეს, - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯეიკობ ჰელბერგმა.

ჰელბერგი ევროკავშირის დღევანდელ ვითარებას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ეკონომიკური კეთილდღეობისთვის შექმნილმა გაერთიანებამ დიდი ხანია ეკონომიკური ზრდის ტემპი შეანელა და ცივილიზაციური კატასტროფის ზღვარზეა.

მიზეზად ის ევროპაში არსებულ ბიუროკრატიას ასახელებს, რომელიც სუვერენული ევროპული სახელმწიფოებისგან მეტი ძალაუფლების მითვისებით, ევროპულ ეკონომიკას ახრჩობს.