რას წერს სანდრო მიკუჩაძე თამუნა მუსერიძესთან დაშორების შემდეგ
1778356774
უძილაურთან მიმართებით დაწყებული სამართლებრივი პროცესის დასრულების მოლოდინში არიან პოლიტიკოსები.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ იმოქმედებს, კანონით, შესაბამისი პასუხი გაეცემა.
"სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებით აქტიურია სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი ადამიანების გამოვლენასთან დაკავშირებით.
თითოეული ასეთი ფაქტი არის ძალიან სევდიანი და შემაშფოთებელია, თუმცა, როდესაც საკუთარი ქვეყნის ღალატზე მიდგება საქმე, აქ არ შეიძლება, რომ რომელიმე ადამიანით, ან მისი პიროვნული ფაქტორით ვიმსჯელოთ.
ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ წავა, პასუხისგებაშია მისაცემი", - განაცხადა ნინო წილოსანმა.