"ნაცმოძრაობის" და მათი პატრონების ლობისტური ტანდემი თავიდან ბოლომდე გაშიფრულია" - დავით მათიკაშვილი ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზე გასაჯაროებულ დოკუმენტზე

დავით მათიკაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ლობისტური კამპანია და ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზე გასაჯაროებული დოკუმენტი - უცხოელი აგენტების რეესტრში გამოქვეყნებული ტექსტი ასახავს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის, "ნელსონ მალინსის" გაწეულ სამუშაოს.

ირკვევა, რომ "ნაციონალური მოძრაობა", ლობისტური ჯგუფის საშუალებით, პიარ კამპანიას აწარმოებს 2025-ი წლის ივლისიდან დღემდე. აქცენტი კეთდება ლობისტების შეხვედრებზე მედია საშუალებებთან და ჟურნალისტებთან, რომლებიც აქვეყნებდნენ სტატიებს მეგობარი აქტის შესახებ და ხელს უწყობენ თემის ხელოვნურად წამოწევას. მათ შორის არის ვაშინგტონ "ეგზამინერი", "როიტერსი", "ნიუს მაქსი", "ზე ჰილი" და სხვები, რომლებიც აქვეყნებენ კრიტიკულ სტატიებს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში არსებული ინფორმაცია იწვევს ეჭვს, რომ ბოლო დროს გავრცელებული ბრალდებები საქართველოს მთავრობის მიერ ქიმიურ ნივთიერება, "კამიტის" გამოყენებასთან დაკავშირებით, სწორედ ლობისტური საქმიანობის შედეგია.

"ნაცმოძრაობის" და მათი პატრონების ლობისტური ტანდემი თავიდან ბოლომდე გაშიფრულია, რომლის მიზანსაც ჩვენი ქვეყნის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება და პროპაგანდა, მათ შორი, საგულისხმოა, რომ ეს მავნებლური BBC-ის რეპორტაჟი, რომელიც ეხებოდა თითქოს ჩვენი ქვეყნის მიერ რაიმე ფორმით ქიმიური ნივთიერის გამოყენებას, საკუთარი მოქალაქეების მიმართ - იყო აქტიურად მხარდაჭერილი შეერთებულ შტატებში სხვადასხვა მედია საშუალების მიერ, ეს დროშიც ზუსტად ემთხვევა BBC-ის მიერ გაკეთებულ რეპორტაჟს, ამიტომ, ცალსახაა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა - "ფარა", არის უმნიშვნელოვანესი ასპექტი იმისათვის, რომ როგორც ქვეყნის შიგნით არსებული მავნებლური და აგენტურული მოქმედება, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ შეერთებულ შტატებში "ნაცმოძრაობის" და მათი პატრონების მიერ საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები, იქნეს ჩვენი საზოგადოების მიერ გააზრებული და სწორი გადაწყვეტილებები მიღებული,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

"ვაშინგტონ ეგზამინერი" და "ზე ჰილი", სწორედ ის მედიასაშუალებებია, რომლებიც BBC-ის ე.წ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებზე აქტიურად აკეთებენ აქცენტს.