“ნაცმოძრაობა“ მალავს კვლევის შედეგებს, სადაც პარტიის რეიტინგი მკვეთრად შემცირებულია - რა ინფორმაციას ასაჯაროებს ნიკა მელია?

nika melia

“ნაციონალური მოძრაობა“ მალავს “ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს, სადაც პარტიის რეიტინგი მკვეთრად შემცირებულია - ამის შესახებ ინფორმაციას “ნაცმოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად პარტია “ახალის“ ლიდერი ნიკა მელია ავრცელებს.

მელია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) კვლევის შედეგების კრიტიკას. მელია ამტკიცებს, რომ ISSA-ს გამოკითხვის შედეგები ემთხვევა “ედისონ რისერჩის“ შედეგებს, თუმცა “ნაციონალური მოძრაობა“ ამ მონაცემებს მალავს.

ცნობისთვის: “მთავარი არხის“ დაკვეთით “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) გამოკითხვის მიხედვით, პარტიების რეიტინგში პირველ ადგილზე “ქართული ოცნებაა“, თითქმის თანაბარი პროცენტული მაჩვენებელი აქვთ “ნაციონალურ მოძრაობას“ და პარტია “ახალს“. მიხეილ სააკაშვილმა ამ მონაცემებს ანეკდოტი უწოდა.

მელია, “ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებს მიმართავს და ამბობს, რომ “სარკესთან ჩხუბით არაფერი გამოვა“.

“დამწკრივდნენ და დაიწყეს ედისონ რისერჩის, ფორმულას მიერ დაკვეთილი და თითქმის 1 თვის წინ ჩატარებული, ჯერ არ გამოცხადებული კვლევის წინასწარ დაგმობაც, რომელსაც 2017 წლიდან სიამაყით აზიარებდნენ. სარკესთან ჩხუბით არაფერი გამოვა, უმჯობესია სარკეში ჩახედვა და სახიდან მურის მოწმენდა...


არც სიმართლის თქმაა ხომ როდისმე უდროო, სიმართლის დამალვისგან განსხვავებით (რასაც სამწუხაროდ ტვ ფორმულა აკეთებს 3 კვირაა, რუსულ კანონამდე ბევრად ადრე დაამთავრეს კვლევა,რომლის შედეგებიც პრაქტიკულად იდენტურია იმასთან, რაც გუშინ ვნახეთ. ე.ი. ედისონის შედეგებიც იციან და მაინც ყალბ ომს მართავენ იაგოს კვლევის წინააღდმეგ )...სწორედ სიმართლითა და ღირსებით ბრძოლით შევძლებთ მომავლის არდათმობას....

ბოდიში თქვენთან თუ მერაბიშვილ/კეზერაშვილთან ერთობა,ოცნების წისქვილზე დასხმა მგონია“, - წერს ნიკა მელია.