1790255236
„ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი პერფორმანსი - ანა წითლიძემ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქცია გამართა
"თუკი ვინმე მკვლელია და კავშირი აქვს მკვლელობასთან, ეს არის "ნაციონალური მოძრაობა" და ამის დამადასტურებელი ფაქტები არსებობს", - ასე აფასებს "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" და მისი წევრის, ანი წითლიძის განცხადებას - ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტები ბიძინა ივანიშვილს დაუკავშიროს.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველობის საბჭოს წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, საქართველოში ნარკოტიკების გავრცელებისა და ნარკორეალიზატორების რაოდენობის შესახებ საზოგადოებაში კითხვები არსებობს.
„წარმოუდგენელია, რომ ქვეყანაში ამ რაოდენობით ნარკოტიკი ტრიალებდეს. წარმოუდგენელია, ამდენი ნარკობარიგა ამ ქვეყანაში არსებობდეს და ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი არ იცოდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სანდო წყარო არც ჩემთვის არის და არც საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის, მთავარი სტატისტიკა არის თბილისის ქუჩებში, მთავარი სტატისტიკა არის საქართველოს ქუჩებში", - აცხადებს პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველობის საბჭოს წევრი ანა წითლიძე.











