პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
1768218048
დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" - პარტიაში ლიდერებს შორის უთანხმოებაა თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით. არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი, თავმჯდომარის პოსტზე თინა ბოკუჩავას ნაცვლად, ლევან სანიკიძეს განიხილავს და ამ თემაზე კონსულტაციებს გადის. პარტიის წევრები მედიასთან ადასტურებენ, რომ პარტიაში პრობლემებია.
მმართველი პარტიის წარმომადგენელი დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ მთავარია ნდობა, რაც ენმ-ს არ გააჩნია და თავმჯდომარედ ვის დანიშნავენ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
"არანაირი პოლიტიკური რეიტინგი როცა არ გაგაჩნია, პერსონალიები ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენენ. როდესაც საზოგადოება ენდობა ან არ ენდობა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, რა თქმა უნდა, პერსონალიებსაც ითვალისწინებს ამ ნდობაში, და როცა ეს ნდობა არ არსებობს - პერსონალიებს არ გააჩნიათ პირველ რიგში ნდობა. "ნაციონალური მოძრაობა" რომ საერთოდ უშანსოდ არის დარჩენილი და არაფერია დარჩენილი იმ კრიმინალური სინდიკატისგან, რომელიც ერთ დროს ქვეყანას მართავდა და უბედურების მეტი არაფერი მოუტანია, ხოლო შემდგომ ოპოზიციაში ყოფნის დროს, რაც შეეძლო ევნო თავის ქვეყნისთვის ყველაფერი გააკეთა, მაგ ე.წ. პარტიისგან რომ არაფერია დარჩენილი, ეს საზოგადოებამ კარგად იცის. შიგნით ბოკუჩავა იქნება ხელმძღვანელი ამ არაფრის მომცემი განულებული რეიტინგის მქონე პარტიის, ან ვინც არ უნდა მოიყვანონ, ნულს მივიღებთ შედეგად", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.